ინდოეთის ფინანსთა მინისტრი: კრიპტოვალუტას ხარვეზები აქვს

0
1543

ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა დუმილი დაარღვია. როგორც ცნობილი გახდა, კრიპტოვალუტის კანონპროექტზე, რომელიც ციფრული ვალუტის აკრძალვას ითვალისწინებს, მისი დეპარტამენტი მუშაობს.

ინდოეთის ფინანსთა და კორპორაციულ საქმეთა მინისტრი, ნარმანა სიტარამანი კრიპტო ინდუსტრიას ხარვეზიანს და არასრულფასოვანს უწოდებს.

ციფრული ვალუტის აკრძალვასთან დაკავშირებით მინისტრმა ასეთი კომენტარი გააკეთა: “კომიტეტმა საკითხზე დიდი სამუშაოები ჩაატარა. თუ მე შევადარებ ერთმანეთს რამდენიმე ქვეყანას, სადაც გაკეთებულია მსგავსი ტიპის კვლევა. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საკმაოდ სიღრმისეულად გამოვიკვლიეთ ეს სფერო”.

მედიასთან საუბარში მინისტრმა საბოლოო განცხადება არ გააკეთა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ოფიციალური კომენტარი გაკეთდება მას შემდეგ, რაც სასამართლო განაჩენს გამოიტანს.

ინდოეთის კრიპტო საზოგადოება კი უზენაესი სასამართლოს მოსმენის მოლოდინშია.

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ციფრული ვალუტის აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით მოსმენის ახალი თარიღი დანიშნა. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია სასამართლომ უნდა მოუსმინოს ცენტრალური ბანკის წარმომადგენელს და მთავრობის წევრებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი