მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინდოეთის მთავრობა არ გეგმავს კრიპტოვალუტის აშკარა აკრძალვას და ამის ნაცვლად სექტორის “მოწესრიგებას” აპირებს.
23 ნოემბერს გაავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთის პარლამენტი კანონპროექტს განიხილავდა, რომელიც ოფიციალური ციფრული ვალუტის შექმნას, ხოლო აკრძალვის დაწესებას ყველა „კერძო“ კრიპტოვალუტაზე აპირებდა.
ამ ამბავმა ადგილობრივ კრიპტო ბირჟაზე, WazirX-ზე მეორე დღეს პანიკა გამოიწვია. ციფრული ვალუტის ფასები მალევე დაეცა. მედიასთან საუბრისას WazirX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიშალ შეტიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად პანიკისა, კრიპტოვალუტის ბირჟა ვაჭრობას მაინც განაგრძობდა.
კანონპროექტის ბუნდოვანმა ფორმულირებამ და მთავრობისგან დაზუსტების ნაკლებობამ კრიპტოვალუტის პერსპექტივაზე არცთუ პოზიტიურად იმოქმედა.
NDTV-ის რეპორტიორის, სუნილ პრაბჰუის თქმით, მთავრობა კრიპტოვალუტის რეგულირებას აპირებს.
ჟურნალისტის ინფორმაციით, ინვესტორებს მიეცემათ კონკრეტული ვადა, რათა თავიანთი კრიპტო ჰოლდინგის დაკანონება და რეგულირებად ბირჟებზე ვაჭრობა მოახდინონ.
სავარაუდოდ ეს კეთდება იმისთვის, რომ მთავრობამ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საფრთხე თავიდან აიცილოს.