იაპონიის მთავრობა კრიპტოვალუტის საგადასახადო მოთხოვნებს შეამსუბუქებს

0
629

იაპონიის მთავრობა აპირებს შეამსუბუქოს საგადასახადო მოთხოვნები ადგილობრივი კრიპტო კომპანიებისთვის.

მათი აზრით, ეს უბიძგებს შიდა ფინანსური და ტექნიკური სექტორების ზრდის სტიმულირებას.

ამჟამად, იაპონური კომპანიები, რომლებიც გამოსცემენ კრიპტოვალუტას, ვალდებულნი არიან გადაიხადონ კორპორატიული გადასახადის განსაზღვრული 30%-იანი განაკვეთი თავიანთ მფლობელობაში, მაშინაც კი, თუ მათ ვერ მიიღეს მოგება გაყიდვით.

იაპონიის მმართველმა პარტიამ, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის (LDP) საგადასახადო კომიტეტმა წინა კვირას გამართა სხდომა და დაამტკიცა წინადადება, რომელიც თავდაპირველად აგვისტოში იყო წარმოდგენილი.

კრიპტო გადასახადის უფრო მოქნილი სისტემა, სავარაუდოდ, პარლამენტს იანვარში წარედგინება და ძალაში შევა შემდეგი წლისთვის.

Bloomberg-თან საუბრისას, LDP-ის დეპუტატმა და Web3 პოლიტიკის ოფისის წევრმა აკიჰისა შიოზაკიმ აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი.

მთავრობის ბოლო ნაბიჯი მიანიშნებს, რომ მისი დამოკიდებულება კრიპტო და Web3 სექტორის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის FTX კატასტროფის მიუხედავად არ შეცვლილა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი