იაპონიის ცენტრალური ბანკის მმართველი: ინსტიტუტი მზად უნდა იყოს სიახლის დასანერგად

0
1475

იაპონიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა, რომ ინსტიტუტი მზად უნდა იყოს ციფრული ვალუტის გამოსაცემად.

“ტექნიკური სიახლეების მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება. ვფიქრობ, ბანკის მიერ ციფრული ვალუტის გამოცემის მოთხოვნა საოზგადოებაში ნელ-ნელა გაიზრდება. თუკი ეს მოხდება, ჩვენ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რეაგირებისთვის”,- განაცხადა მასაოში ამამაიამ.

ცოტა ხნის წინ მედიით გავრცელდა იაპონიის ცენტრალური ბანკის გადახდისა და ანგარიშსწორების განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელის განცხადება. ჰირომი იამაოკას თქმით, Facebook-ის კრიპტოვალუტამ ცენტრალური ბანკები ციფრული ვალუტის შექმნაზე დააფიქრა.

“როიტერთან” ინტერვიუს დროს ჰირომი იამაოკამ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აგრძელებს მჭიდრო კომუნიკაციას ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელობასთან.

შეგახსენებთ, რომ კანადის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიის, ევროკავშირის, შვედეთისა და შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკებმა საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკთან ბანკთან ერთად ჯგუფი შექმნეს.

ჯგუფის მიზანია მოხდეს ცენტრალური ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის ერთობლივი შესწავლა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი