თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მმართველი პარტიის წარმომადგენლები Metaverse-ის განსახილველად ერთმანეთს შეხვდნენ.
პრეზდენტმა მათ ყოვლისმომცველი კვლევისაკენ მოუწოდა.
უფრო ზუსტად კი ერდოღანმა პარტიას მოუწოდა შეისწავლოს Metaverse-ი და კრიპტოვალუტები. პრეზიდენტი ასევე დაინტერესებულია ციფრული ვალუტის ტრანზაქციების გამოყენების შესწავლით.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება Daily Sabah-ი ავრცელებს.
Metaverse-ის, კრიპტოვალუტისა და სოციალური მედიის ეკონომიკური ასპექტები, სავარაუდოდ, მომავალ ფორუმზე იქნება განხილული, რომელიც მმართველი პარტიის მიერ იქნება ორგანიზებული.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის მთავრობამ უკვე გამართა კრიპტოვალუტის კანონის განსახილველად შეხვედრა, რა დროსაც Metaverse-ზეც ისაუბრეს.
შეხვედრაზე თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, მუსტაფა ელიტაშმა განაცხადა: „მე მჯერა, რომ Metaverse-ზე დაფუძნებული შეხვედრები მალე გამოიღებს შედეგს და ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება“.