თურქეთში დაარსებული Blockchain კომპანია ბრაზილიასა და ესპანეთში კრიპტობირჟებს გახსნის

0
929

თურქეთში დაარსებული Blockchain-ის პროვაიდერი Bitci ადგილობრივი კრიპტო ინვესტორების მოზიდვის მიზნით ცდილობს, რომ თურქული კრიპტოვალუტის ბირჟების ფილიალები ბრაზილიასა და ესპანეთში გახსნას.

Bitci-ს სპიკერმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ Bitci ახალი კრიპტო ბირჟების გახსნას იმ ქვეყნებში გეგმავს, სადაც კომპანიას მნიშვნელოვანი გარიგებები და აქტივები აქვს. Bitci-ს საერთაშორისო გაფართოების პირველი ლოკაცია ბრაზილიაა.

Bitci-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ონურ ალტან ტანმა ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქული Blockchain პროვაიდერი თებერვლის ბოლოს ბირჟის გახსნას სწორედ ბრაზილიაში აპირებს.

მომდევნო ლოკაცია ესპანეთია. ესპანელ მომხმარებლებს Bitci-ს ბირჟით სარგებლობა მარტის ბოლოს შეეძლებათ. აღნიშნულ ქვეყნებში თურქული კრიპტო ბირჟების გახსნით, Bitci ადგილობრივი ინვესტორებისთვის კონურენტუნარიანი მომსახურების შეთავაზებას ცდილობს.

Bitci-ს ასევე სურს, რომ გააძლიეროს კავშირი იმ ადგილობრივ საფეხბურთო კლუბებთან, სადაც ფილიალებს ხსნის და ამით აიხსნება ბრაზილიის პირველ ლოკაციად დასახელება. როგორც Blockchain პროვაიდერი, Bitci 25-ზე მეტ საფეხბურთო გუნდს თავიანთი ფან-ტოკენების გაშვებაში დაეხმარა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი