თურქეთის მთავრობა Blockchain ინფრასტრუქტურის შექმნას აპირებს

0
1881

თურქეთის მთავრობის ოფიციალური განცხადების თანახმად, ქვეყანა ეროვნული Blockchain ინფრასტრუქტურის შექმნას აპირებს.

ინდუსტრიისა და ტექნოლოგიის სამინისტრომ სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც პროექტის სისრულეში მოყვანას 2023 წელს გულისხმობს.

2023 წლის სტრატეგიაში ნათქვამია, რომ Blockchain ტექნოლოგია სამინისტროსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.

როგორც ცნობილია, 2023 წელს თურქეთში შეიქმნება Blockchain-ის ღია პლატფორმა. ეს ინიციატივა გულისხმობს სხვადასხვა სარგებელს, როგორიც არის: მიწის რეგისტრაცია, აკადემიური სერთიფიკატები, საბაჟო კონტროლს და ა.შ.

მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტრო ასევე გეგმავს ქვეყნის მარეგულირებელთან მუშაობს, რათა რეგულაცია Blockchain ტექნოლოგიისთვის შეიქმნას.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს თურქეთში პირველი საუნივერსიტეტო დონის Blockchain-ის ცენტრი გაიხსნა, რომლის მიზანი იყო ქვეყანაში Blockchain ტექნოლოგისთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება. გასათვალისწინებული იყო ასევე Blockchain-ის დანერგვა სხვადასხვა სფეროში.

ცენტრის დირექტორის განცხადებით, თურქეთს შეიძლება ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ამ ტექნოლოგიის განვითარებაში ერთ-ერთი ლიდერი გახდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი