ეთერიუმზე დაფუძნებულმა რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ გადაწყვიტა ახალი პროექტის “ეთერიუმის გაერთიანების” შემუშავება. პროექტის მიზანია ეთერიუმის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვა.
პროექტში მონაწილე კომპანიებია: OmiseGo, Cosmos-ი, Golem-ი, Maker-ი, Global Brain Blockchain Labs-ი და Raiden-ი.
პროექტში მონაწილეობას მიიღებს ეთერიუმის თანადამფუძნებელი ვიტალიკ ბუტერინიც.
“კომპანიების მიერ “ეთერიუმის გაერთიანების” შექმნა არ არის პირველი მასშტაბური ინიციატივა, რომელიც ეთერიუმის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გულისხმობს. “ეთერიუმის ალიანსი” 2017 წელს შეიქმნა, რომელიც მუშაობს Blockchain-ის განვითარების კუთხით”,- აღნიშნა პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ ჯუნ ჰასაგავამ.
შეგახსენებთ, რომ ეთერიუმი 200-ზე მეტ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, მათ შორისაა უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტები JPMorgan-ი, და Mastercard-ი.