დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ახალ კრიპტო ჰაბს ქმნის

0
1468

დუბაის მთავრობა ინიციატივით გამოდის, რომელიც კრიპტოვალუტის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.

არაბთა გაერთიანებული საამიროები გაფართოვებას აგრძელებს, როგორც მსოფლიოში კრიპტოვალუტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იურისდიქცია.

როგორც ცნობილი გახდა, დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ციფრული ვალუტების, ოპერატორების და ბირჟების ყოვლისმომცველი ზონა გახდება.

ცენტრი ყოვლისმომცველ კრიპტო ეკოსისტემას შეიმუშავებს. ამასთანავე, ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს კრიპტო სექტორთან, რათა ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემო შექმნას.

პროექტი ასევე მიზნად ისახავს მკაცრი სტანდარტების დაცვას. ამაში კი პირველ რიგში ინვესტორების უსაფრთხოება, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ზომების გატარება იგულისხმება.

Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჩანგპენგ ზაო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ პროექტის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატა.

როგორც ჩანს, კრიპტოვალუტის ბირჟის დირექტორი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში კრიპტო ეკოსისტემით დაინტერესდა. სავარაუდოდ, ეს გახდა მიზეზი, რომ ოქტომბერში მან დუბაიში სახლი შეიძინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი