დიდი ბრიტანეთის კრიპტო სფეროს წარმომადგენლები მთავრობასთან შესახვედრად ემზადებიან

0
2239

დიდი ბრიტანეთის ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობასთან დიალოგს აანონსებებენ. დაგეგმილ შეხვედრაზე საუბარი კრიპტოვალუტის რეგულაციას უნდა შეეხოს.

უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი მონაცემებით ქვეყნის ფინანსური მარეგულირებელი ორგანოს პოლიტიკა მომხმარებლების დაცვასა და ფულის გათეთრების თავიდან არიდებაზეა მიმართული.

ამის პარალელურად კი, მედიაში ვრცელდება არაერთი ანალიტიკოსის მოსაზრება: “ცუდი რეგულირება კრიპტოვალუტის სფეროსთვის უარესია, ვიდრე ის, რომ რეგულაცია საერთოდ არ არსებობდეს”.

“ეს მიდგომა არასწორია და მსგავსი რამ სხვა ქვეყნებში არ მინახავს. ჩემი შეშფოთება ძირითადად ეხება რეგულაციის კანონს, რომლის შედეგები შესაძლოა, მოულოდნელი აღმოჩნდეს”,-განაცხადა BBFA-ის ხელმძღვანელმა პატრიკ კურიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მაისში მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი კრიპტოვალუტის რეგულაციას მკაცრი ნორმებით არ გეგმავდა. ამასთან დაკავშირებით, ქვეყნის პარლამენტის სავაჭრო კომიტეტმა კვლევა დაიწყო, რათა დიდ ბრიტანეთში ციფრული ვალუტების როლი შეესწავლა.

ცოტა ხნის წინ კი, ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვით დიდი ბრიტანეთი დასახელდა ქვეყანად, რომელსაც აქვს პოტენციალი Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის სფეროში 2022 წლისთვის ლიდერი ქვეყანა გახდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი