დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა Revolut-ს დროებითი რეგისტრაციის სტატუსი მიანიჭა

0
930

გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ქცევის ორგანომ (FCA) დაამატა კრიპტოვალუტისთვის მოსახერხებელი გადახდების აპლიკაცია Revolut-ი იმ კომპანიების სიაში, რომლებიც ქვეყანაში კრიპტო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზე არიან უფლებამოსილები.

დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კრიპტო ვალუტების ფირმების სიის განახლების დროს, FCA-მ აჩვენა, რომ Revolut-ი ასრულებდა 2017 წლის შეცვლილ რეგულაციას ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სახსრების გადაცემის შესახებ.

კომპანია უკვე შეუერთდა 37 სხვა კომპანიას, რომელიც ქვეყნის შიგნით მოქალაქეებს ლეგალურად აწვდის კრიპტო სერვისებს.

როგორც ცნობილია კომპანიები, რომლებიც კრიპტო დაკავშირებულ პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობენ მოქალაქეებს დიდ ბრიტანეთში, უფლება აქვთ იმუშაონ FCA-ში რეგისტრაციის შემდეგ.

ეს წესი 2020 წლიდანაა ძალაში. CFT- ანუ ტერორიზმის დაფინანასების საწინააღმდეგო მოთხოვნების შესაბამისად, ბევრ კომპანიას, მათ შორის Revolut-ს, მიენიჭა დროებითი რეგისტრაციის სტატუსი.

Financial Times-ის 5 სექტემბრის სტატიაში ნათქვამია, რომ გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ანგარიშგების საბჭომ აღმოაჩინა ხარვეზები Revolut-ის აუდიტში, რომელიც მოიცავდა შეცდომის რისკს.

შესაბამისად, კომპანიამ, ამ ეტაპზე, მხოლოდ დროებითი რეგისტრაციის სტატუსის მიღება მოახერხა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი