გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის წევრი, ლიზა კამერონი ლობისტურ ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობაში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული კანონმდებლობის პოპულარიზაციას.
Financial Times-ის მოხსენების თანახმად, ლორდთა პალატის წევრებმა, კრიპტოვალუტის ჯგუფი შექმნეს, რომლის მიზანიც კრიპტო ინდუსტრიისათვის შესაფერისი კანონების შემუშავებაში დახმარებაა.
ინტერპარტიული ჯგუფი მიზნად ისახავს ინვესტორების დაცვას ფინანსური დანაშაულებისგან, მათ შორის თაღლითობის ან არარეგულირებადი კომპანიების შეთავაზებებისგან.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის თვითრეგულირებადი კრიპტო სავაჭრო ჯგუფი, CryptoUK ამ და მსგავსი ჯგუფების შექმნას მხარს უჭერდა.
CryptoUK-ის აღმასრულებელი დირექტორის, იან ტეილორის თქმით, ჯგუფი აპირებს, რომ 2022 წელს 67.000 დოლარზე მეტი კრიპტო ჯგუფის მხარდასაჭერად დახარჯოს.
მათი მიზანი ფოკუსირებული იქნება ციფრული ვალუტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ქცევის ორგანომ გასცა მრავალი გაფრთხილება საცალო ინვესტორებისთვის, რომელიც კრიპტოვალუტაში სარისკო ინვესტიციების განხორციელებას ეხებოდა.