გიბრალტარი ციფრული ვალუტის რეგულაციების გაუმჯობესებას განაგრძობს

0
1521

გიბრალტარი კრიპტოვალუტის განვითარებაში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.

გიბრალტარის ფინანსური მომსახურების კომისიამ განაახლა თავისი დებულებები, რომელიც განაწილებული ლეჯერის ტექნოლოგიის პროვაიდერების მუშაობას არეგულირებს.

მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ეს პასუხია Blockchain ტექნოლოგიის ცვალებად ხასიათზე.

განახლებული შენიშვნები მოიცავს უახლეს რეკომენდაციებს ციფრული აქტივების სერვისის პროვაიდერების შესახებ. მარეგულირებელი წესების თანახმად, კრიპტოვალუტის კომპანიებს მოეთხოვებათ აღბეჭდონ და შეინარჩუნონ ყველანაირი ჩანაწერი ტრანზაქციების შესახებ.

კომპანიებმა ასევე უნდა გააფრთხილონ პოტენციური ინვესტორები და მომხმარებლები ციფრული აქტივების რისკების შესახებ.

გიბრალტარის ციფრული და ფინანსური მომსახურების მინისტრმა, ალბერტ იზოლამ აღნიშნა, რომ განახლებული რეკომენდაცია ქვეყანას გლობალური რეგულაციების დაცვასთან აახლოვებს.

”განახლებული შენიშვნების გამოცემა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული დაბიჯი DLT პროვაიდერების მარეგულირებელი სისტემის განვითარებაში. ეს ასევე მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი რეგულაციების შემუშავების პროცესში, რადგან ჩვენ ვიწყებთ გზას გლობალურ რეგულაციებთან მუდმივი შესაბამისობის მისაღწევად”,-განაცხადა გიბრალტარის ციფრული და ფინანსური მომსახურების მინისტრმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი