გერმანიის მოქალაქეების 73% Libra-ს შექმნას არ მიესალმება

0
1435

ბოლო გამოკითხვის თანახმად, გერმანელი მომხმარებლების თითქმის მეოთხედი არ აპირებს Facebook–ის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის შეძენას.

სულ 2.000 გერმანელი გამოიკითხა. უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხვაში მონაწილეობას 16 წლის მოსაზრდებიც იღებდნენ. გამოკითხულთა 27%-მა განაცხადა, რომ არ აპირებს Libra-ს გადახდის საშუალებად გამოყენებას.

შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ გამოკითხულთა 73% მთლიანად უარყოფს Libra-ს, როგორც ციფრული ვალუტის იდეას. 42% კი მიიჩნევს, რომ Facebook-ის კრიპტოვალუტა სანდო არ არის.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ Libra-ს მიუღებლობა 35 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში დაფიქსირდა. ისინი, ვინც 55 წელს გადაცილებული იყო, 85% ამბობს, რომ საერთოადაც შეუძლებელია სოციალური ქსელის ციფრული ვალუტის შექმნა.

Libra 22-დან 34 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე დიდ მხარდაჭერას პოულობს. ამ ასაკობრივ ჯგუფში მომხმარებელთა თითქმის 42% ამბობს, რომ მოხარული იქნება Libra-ს შექმნითა და განვითარებით.

შეგახსენებთ, რომ გამოკითხვა ჩატარდა Wirtschaftswoche-ს, ბიზნესის ახალი ამბების ჟურნალისა და Creditplus Bank AG-ის სახელით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი