დამოუკიდებელი ანალიზის თანახმად, გაერთიანებული სამეფო მასპინძლობს მინიმუმ 168 კომპანიას, რომლებსაც ბრალი ედებათ კრიპტო ან სავალუტო თაღლითობაში.
მედია საშუალებების Bureau of Investigative Journalism-ისა და Observer-ის გამოქვეყნებული ერთობლივი ანგარიშის თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები გაერთიანებულ სამეფოს თავიანთ ბაზად იყენებენ მისი სუსტი რეგულაციების გამო.
ბრიტანეთში დაფუძნებული კრიპტო ან ფორექს კომპანიების ფაქტობრივი რაოდენობა, რომლებიც ჩართული არიან თაღლითობაში, სავარაუდოდ, ბევრად აღემატება 168-ს, რადგან ეს რიცხვი ეჭვმიტანილი კომპანიების სიიდანაა ამოღებული, რომლებიც უკვე შემჩნეულნი არიან, ან ბრალი აქვთ წაყენებული თაღლითობისათვის.
თაღლითები წარმოადგენს სქემას, სადაც თაღლითი ამყარებს ურთიერთობას მსხვერპლთან, მოიპოვებს ნდობას და მათ შორის რომანტიკული გზებითაც, იქამდე სანამ დაარწმუნებს მათ ფულის ან კრიპტოვალუტის დეპონირებაში სავაჭრო პლატფორმაზე ან ვირტუალურ საფულეზე, რომელსაც თაღლითი აკონტროლებს.
ამის შემდეგ თაღლითი აგრძელებს ნდობის ჩამოყალიბებას, სანამ დაარწმუნებს მათ გაცილებით დიდი თანხის გადარიცხვაზე, რის შემდეგაც ისინი იღებენ თანხას და უკველოდ ქრებიან.
მოხსენების თანახმად, მსხვერპლებს ხშირად მიმართავდნენ სოციალურ მედიაში ან გაცნობის ვებსაიტებზე.