ბრიტანეთის კოლუმბიამ მაინინგის ოპერაციები დროებით შეაჩერა

0
452

ბრიტანეთის კოლუმბიამ კრიპტოვალუტის მაინინგის ოპერაციების შეჩერების მთავარ მიზეზად სუფთა ენერგიის პრიორიტეტი და სამუშაო ადგილების შექმნა დაასახელა.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტრომომარაგების პროვაიდერი კანადის პროვინციაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, აპირებს შეაჩეროს ყველა ახალი მოთხოვნა ელექტროენერგიასთან დაკავშირებით 18 თვის ვადით.

ბრიტანეთის კოლუმბიის მთავრობამ განცხადება გააკეთა 21 დეკემბერს, სადაც ნათქვამია, რომ პაუზა მთავრობასა და BC Hydro-ს საშუალებას მისცემს შეიმუშაონ მუდმივი სისტემა, რომელიც უკეთ დააბალანსებს კრიპტო მაინერების, მაცხოვრებლების და ბიზნესების საჭიროებებს რეგიონში.

ჯოსი ოსბორნმა, ენერგეტიკისა და დაბალი ნახშირბადის ინოვაციების მინისტრმა, თქვა, რომ ეს ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ შენარჩუნდეს სუფთა ენერგია, რომელსაც იგი უზრუნველყოფს მაცხოვრებლებისთვის და ბიზნესებისთვის.

„კრიპტოვალუტის მაინინგი მოიხმარს უზარმაზარი რაოდენობის ელექტროენერგიას მაღალი სიმძლავრის კომპიუტერების 24/7/365 ფუნქციონირებისთვის და გასაციებლად, ხოლო ადგილობრივ ეკონომიკაში ძალიან ცოტა სამუშაო ადგილებს ქმნის”,- განაცხადა ჯოსი ოსბორნმა.

ამ დროისთვის, BC Hydro მომსახურებას უწევს შვიდ კრიპტო მაინინგ ოპერაციას. კიდევ ექვსი სისტემასთან დაკავშირების მოწინავე სტადიაშია, საერთო სიმძლავრე 273 მეგავატია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი