ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია Blockchain პლატფორმას ქმნის

0
1334

ჩინეთის ანჰუის პროვინციამ პირველი Blockchain პლატფორმა შექმნა.

აღმოსავლეთ ჩინეთში მდებარე პროვინციის მთავრობამ და „მდინარე იანგცის დელტას ეკონომიკის რეგიონის“ ნაწილმა, ოფიციალურად წამოიწყო პირველი Blockchain პლატფორმის პროექტი.

ადგილობრივი მედიის სცნობით, პლატფორმამ 30 აპრილიდან დაიწყო მუშაობა.

”Blockchain + ელექტრონული სერთიფიკატი და ლიცენზია” ასევე პირველი განაცხადია, რომელიც მთავრობას სხვადასხვა სფეროს მართვაში დაეხმარება.

პლატფორმა ხელს შეუშლის თაღლითობას. ამასათანავე, პლატფორმის საშუალებით ელექტრონული ლიცენზიების უსაფრთხოება და სანდოობის ხარისხი გაიზრდება.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის ქალაქ ქინგდაოში Blockchain-ზე დაფუძნებული საერთაშორისო გადარიცხვის საპილოტე პროგრამა განხორციელდა.

საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა 37 ბიზნეს-კომპანიამ მიიღო. მათ Blockchain-ის საშუალებით გარიგება აწარმოეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და ინდოეთში.

პროექტის მონაწილეებმა ადგილობრივი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნეს, რომ შედეგი დამაკმაყოფილებელია.

ინტერვიუს დროს ინვესტორებმა აღნიშნეს, რომ საპილოტე პლატფორმამ მოახერხა კორპორატიული საკრედიტო ინფორმაციის გადამოწმება, საექსპორტო და ფინანსური სესხების აუთენთიფიკაცია და გადასახადის შეტანის ელექტრონული ფორმების მართვა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი