ბრაზილიაში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბროკერმა, M Intermediação e Prestação de Serviço Ltda-მ სასამართლო პროცესი Banco Bradesco– ს მოუგო.
სასამართლოს საბროკერო კომპანიამ მას შემდეგ მიმართა, რაც ბანკმა კომპანიას ანგარიშები დაუხურა.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, კომპანია ბანკის ანგარიშებს იყენებდა იმისთვის, რომ მომხმარებლებს თავისუფლად შესძლებოდათ, თანხის განაღდება, როგორც ბიტკოინში, ისე ბრაზილიის სახელმწიფო ვალუტაში.
Banco Bradesco-მ გადაწყვიტა, რომ საბროკერო ანგარიშები დაებლოკა, რადგან უსაფრთხოების სისტემამ აღმოაჩინა უჩვეულო საქმიანობა.
შემდგომში კი ბანკმა სრულად დაბლოკა კომპანიის ანგარიშები, რათა სავარაუდო თაღლითობის ფაქტი თავიდან აეცილებინა.
უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლემ ვერ იპოვა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც ბანკის პრეტენზიებს დაასაბუთებდა. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ასეთია: ბანკმა საბროკერო კომპანიას ანგარიშები ხელახლა უნდა გაუხსნას.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის დასაწყისში Bradesco-მ კრიპტოვალუტის ბირჟას, Bitblue-ს ანგარიშები დაუხურა. კრიპტობირჟის თანადამფუძნებლებმა და პარტნიორებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს და სასამართლოში საჩივარი შეიტანეს.