ბიტკოინის ფასი ზრდას განაგრძობს

0
1271

ორშაბათს, 8 ნოემბერს ციფრული ვალუტის ბაზარი გაუმჯობესდა. უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტო ბაზრების გაუმჯობესება შაბათ-კვირას დაიწყო.

ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის კურსი 65.954 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ბოლო ორი დღეა ბიტკოინის ფასი ზრდას განაგრძობს.

მაგალითად, გუშინ ბიტკოინზე ვაჭრობა 61.554 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 63.326 დოლარს შეადგენდა. კრიპტოვალუტის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 61.432 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა კი 63.326 დოლარზე დაიხურა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსის ნიშნული 6.55%-ით გაიზარდა. ბოლო 7 დღის განმავლობაში კი ფასმა 6.12%-ით მოიმატა.

ორშაბათს ბიტკოინის საბაზრო წილი 43.4%-ს შეადგენდა.

ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის გამართლების შემთხვევაში ბიტკოინის სამიზნე ნიშნული 70.000 დოლარია.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 8 ნოემბერს ბიტკოინის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 244 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი