ჩინეთი Blockchain ტექნოლოგიის განვითარების მხრივ ლიდერია

0
1279

2020 წელი ჩინეთში Blockchain ტექნოლოგიის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი გამოდგა.

2019 წლის 24 ოქტომბერს ჩინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ Blockchain-ი ეროვნული სტრატეგიის ნაწილი იყო. ერთი წლის შემდეგ კი, ჩინეთი Blockchain ინდუსტრიის განვითარების მხრივ მსოფლიოში ლიდერი გახდა.

მსოფლიოში ჩინეთი განხორციელებული Blockchain პროექტების რაოდენობით პირველ ადგილზეა.

ჩინეთის Blockchain მედია კომპანიის Gyro Research-ის კვლევის თანახმად, 2019 წლის 24 ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ სექტემბრამდე გლობალური Blockchain პროექტების რაოდენობამ იკლო. უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით 345 ახალი Blockchain პროექტი განხორციელდა, მაგრამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 163-ით შემცირდა.

რეიტინგში ჩინეთი პირველ ადგილზეა 252 პროექტით, რაც მსოფლიოს 73%-ს შეადგენს. ეს კი 12%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით, ხოლო მისი გამოყენების შემთხვევები ბევრად აღემატება შეერთებულ შტატებს, რომელიც 27-ე ადგილზეა.

ამასობაში, ცხადია, რომ ჩინეთის Blockchain პოლიტიკა სფეროში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. პროექტების მზარდმა რაოდენობამ პიკს მიაღწია პოლიტიკის გაცხადების შემდეგ. 252 პროექტს კი 56 დაემატა 2019 წლის ნოემბერში.

რეგიონალური განაწილება კი ასეთია: პეკინი, შანხაი, შენჟენი, ჟეჟიანგი და გუანგდონგი- ჩინეთის ხუთი მთავარი პროვინცია, რომლებიც აქტიურად უწყობენ ხელს Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი