“ყველა ცენტრალური ბანკი ყიდულობს ბიტკოინს, რათა აშშ-ს დოლარის რისკები გადაფაროს”,- განაცხადა ანალიტიკოსმა ენტონი პომპილიანომ.
Morgan Creek Digital Assets-ის თანადამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდია ცენტრალური ბანკები დიდი რაოდენობით ოქროს ყიდულობენ.
როგორც The Financial Times-ი იტყობინება, ცენტრალურმა ბანკებმა 2019 წლის პირველ ნახევარში შეიძინეს რეკორდული რაოდენობის ოქრო 15,7 მილიარდი აშშ დოლარით. ეს კი მოხდა იმიტომ, რომ გლობალური სავაჭრო დაძაბულობის ფონზე რეზერვების დივერსიფიკაცია მომხდარიყო.
ახლა კი ენტონი პომპილიანო აცხადებს, რომ ცენტრალური ბანკების ყურადღება ბიტკოინისკენ არის მიმართული.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ Morgan Creek Digital Assets-ის თანადამფუძნებელი კრიპტოვალუტის პოზიტიური პროგნოზებით გამოირჩევა.
ცოტა ხნის წინ ენტონი პომპილიანომ განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი 2021 წელს 100.000 დოლარს მიაღწევდა. ბიტკოინის ფასის ზრდაში კი მონაწილეობას ინსტიტუციონალური ინვესტორები მიიღებდნენ.
“გასული წლის აგვისტოში ვფიქრობდი, რომ ბიტკონის ფასი 3000 დოლარამდე გაიზრდებოდა. თუმცა ეს იყო მანამ სანამ, კურსი 10.000 დოლარაზე დაფიქსირდებოდა. ახლა ვფიქრობ, რომ ბიტკოინის ფასის ნიშნული 100.000 დოლარს მიაღწევს”,- განაცხადა ენტონი პომპილიანომ.