Blockchain საინვესტიციო კომპანიის Blocktower Capital-ის დამფუძნებელი, არლი პოლი, გასული წლების კრიპტო ბაზარს აფასებს. მან ის Amazon-ის კომპანიას შეადარა, რომელიც თავის დროზე ერთადერთი იყო, რომელიც გლობალურ კოლაფსს გადაურჩა.
ამის შესახებ არლი პოლმა Twitter-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ მიუხედავად კრიპტო ბაზრის მრავალი ნოვაციისა და თვალსაჩინო გაუმჯობესებისა, მაინც ბევრი რამაა საჭირო მეინსტრიმის მისაღწევად.
არლი პოლის თქმით, კრიპტოვალუტის მიღების სტატისტიკა მინიმუმ ხუთი წლით ჩამორჩება კრიპტო მომხმარებელთა და მოვაჭრეთა მოლოდინებს.
აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე ხაზი გაუსვა “სოლანაში” ქსელის გათიშვას, ეთერიუმისა და ბიტკოინის უსაფრთხოების სკალირების შეფერხებას და აღნიშნა, რომ ვაჭრობის შემდეგი ციკლი განსხვავებული იქნება. Blocktower Capital-ის დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ აღნიშნული ხარვეზები გამოსწორდება.
ამის შემდეგ, არლი პოლმა დღევანდელი კრიპტო ბაზარი Nasdaq-ის 2000 წლის ბაზარს შეადარა და გაანცხადა, რომ კრიპტოვალუტების უმეტესობა განვითარების ადრეულ ეტაპზეა.
თუმცა, Blocktower-ის დამფუძნებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იქნება რაღაც Amazon-ის მსგავსი, რომელიც ბაზრის მიმდინარე კოლაფსს გადაურჩება.