ბილ აკმანი ნიუ-იორკის მერსა და გუბერნატორს კრიპტოვალუტის მარეგულირებელი სისტემის კვლევისკენ მოუწოდებს

0
1282

მილიარდერმა ინვესტორმა, ბილ აკმანმა ნიუ-იორკის მერს მოუწოდა, რომ გამოიკვლიოს კრიპტოვალუტის მარეგულირებელი შეზღუდვები, რომლებიც BitLicense-თანაა დაკავშირებული.

Bitlicense 2015 წელს დაინერგა, რომელიც კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით სხვადასხვა ასპექტს არეგულირებდა. ნებისმიერი ციფრული ვალუტის ბიზნესი, რომელიც ნიუ-იორკის შტატში მუშაობს საჭიროა ლიცენზია.

სწორედ სალიცენზიო კომისიის სიმკაცრიდან გამომდინარე აღშფოთდნენ ინვესტორები. ამან კი გამოიწვია ზოგიერთი კრიპტოვალუტის ბირჟის გაუქმება და სხვა ქვეყნაში გადასვლა.

ბილ აკმანმა ქალაქის ახლადარჩეულ მერს, ერიკ ადამსს და გუბერნატორს კეტი ჰოჩულს მოუწოდა, რომ მზარდი მარეგულირებელი პრობლემების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ.

შეგახსენებთ, რომ ტექნოლოგიური განვითარება, განსაკუთრებით Blockchain ტექნოლოგიის, ერიკ ადამსის წინა საარჩევნო დაპირება იყო. იგი მოსახელობას ასევე დაჰპირდა კიბერუსაფრთხოების, თვითმართვადი მანქანებისა და დრონების ცენტრს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი