სინგაპურისა და კანადის ცენტრალური ბანკები Blockchain ტექნოლოგიას გამოიყენებენ

0
1616

სინგაპურისა და კანადის ცენტრალური ბანკები წარმატებით იყენებენ Blockchain ქსელებს, რათა ბანკებს შორის ციფრული ვალუტით გადაგზავნა გამარტივდეს.

ეს პროცესი ბანკების მიერ გატარებული განაწილებული ლეჯერ ტექნოლოგიების პროექტების ნაწილი.

უნდა აღინიშნოს, რომ JPMorgan-ი და საბუღალტრო გიგანტური კომპანია Accenture-ი დაეხმარნენ პლატფორმებს განვითარებისთვის და ასევე აღნიშნულ პროექტში პარტნიორობას უწევდნენ ბანკებსაც.

“ცენტრალური ბანკის Blockcahin პროექტების შემდგომი ტალღა იქნება პროგრესული ნაბიჯი. ეს რთული სამუშაოა და ჩვენ მივესალმებით სხვა ცენტრალური ბანკების მიერ მონაწილეობას ამ გლობალურ თანამშრომლობაში”,-ნათქვამია ბანკების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მარტის თვეში იაპონიის ხუთმა ბანკმა Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ფინანსური მომსახურების ინფრასტრუქტურის შესაქმნელად თანამშრომლობა დაიწყო.

ბანკები საერთო პლატფორმას შექმნიან, რომლის მიზანიც ფინანსური ოპერაციების ეფექტური განხორციელებაა.

მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ივლისში ტესტირება უნდა დაწყებულიყო და ერთი წლის განმავლობაში ბანკებს კონკრეტული შედეგი უნდა მიეღოთ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი