შვეიცარიაში დაფუძნებული კერძო ბანკი კრიპტოვალუტით გადახდის სისტემას შემოიღებს

0
1945

კერძო ბანკი Maerki Baumann-ი რიგით მეორე შვეიცარიული ბანკი გახდება, რომელიც კრიპტოვალუტის მიღებას დაეთანხმება.

კერძოდ, ციურიხის ბანკმა გადაწყვიტა მიიღოს კრიპტო აქტივები, როგორც მომსახურებაზე გადახდის საშუალება. ბანკი ასევე იზრუნებს კრიპტოვალუტის პოპულარობის ზრდასა და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვაზე.

მიუხედავად ასეთი განაცხადისა, Maerki Baumann-ის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ ისინი ჯერ მზად არ არიან პირდაპირ კრიპტოვალუტის ინვესტიციებისთვის, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ბანკს ჰყავს კრიპტოვალუტის ექსპერტები, რომლებიც დაინტერესბულ კლიენტებს კონსულტაციებს გაუწევენ.

ბანკის მმართველების თქმით, ისინი გააკონტროლებენ, რომ ნებისმიერი ოპერაცია, რომელიც კრიპტოვალუტასთან იქნება დაკავშირებული იყოს შვეიცარიის მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციის საზღვრებში მოქცეული.

“ჩვენ ვხედავთ კრიპტოვალუტას, როგორც ალტერნატიულ საინვესტიციო საშუალებას, მაგრამ ჩვენ გვაქვს შეზღუდული გამოცდილება, თუმცა ასევე გვაქვს მონაცემები (ფასები და სავაჭრო ბრუნვა), რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია”,-ნათქვამია განცხადებაში.

ოფიციალური განცხადების თანახმად, ბანკი მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას ჯერ არავის არ ურჩევს. ეს სავარაუდოდ, ამ ეტაპზე, ციფრული ვალუტის ფასის არასტაბილურობიდან გამომდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი