ახალი ზელანდიის მთავრობამ კრიპტოსავაჭრო პლატფორმისთვის გრანტი გამოჰყო

0
1866

ახალი ზელანდიის სახელმწიფო ინოვაციების ინსტიტუტმა 330.000 დოლარის გრანტი ადგილობრივ კრიპტო საფულისა და სავაჭრო სერვისის განსავითარებლად გამოჰყო.

ინოვაციების ინსტიტუტმა დააფინანსა ადგილობრივი კრიპტო საფულე და სავაჭრო პლატფორმა Vimba, რომელიც თავის მხრივ, MyCryptoSaver-ის რებრენდინგს წარმოადგენს.

ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გრანტი ციფრული ვალუტის კვლევისა და განვითარებისთვის არის განკუთვნილი. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინოვაციების ინსტიტუტის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარისას აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში ათეულობით მსგავსი გრანტის გაცემა იგეგმება.

Vimba-ს პლატფორმა ახალ ზელანდიაში მცხოვრები ინვესტორებს ძირითადად ბიტკოინსა და ეთერიუმში სთავაზობს ინვესტიციების განხორციელებას. ამასთან იგეგმება, რომ პლატფორმა დიდ ბრიტანეთშიც გახსნის ადგილობრივ სერვისის მიმწოდებელ სამსახურს.

შეგახსენებთ, რომ ივნისში მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი ზელანდიის ცენტრალური ბანკი საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვებას არ გეგმავდა. ერთი თვის წინ კი, ახალი ზელანდიის პოლიცია მოქალაქეებს ონლაინ თაღლითობის შესახებ აფრთხილებდა.

საქმე ეხებოდა ფაქტს, როდესაც ინვესტორებმა ონალაინ ვაჭრობის დროს 213.000 აშშ დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტა დაკარგეს.

გამოძიების თანახმად, უცნობმა ინვესტორმა ონლაინ კრიპტოვალუტის სქემაში მრავალჯერადი ინვესტიციები განახორციელა. თაღლითმა კარგი მოგების მაჩვენებლით სხვა ინვესტორები მიიზიდა, რაც საბოლოოდ კეთილსინდისიერ ინვესტორებს ფულის დაკარგვის ფასად დაუჯდათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი