ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა, წამყვან Blockchain ანალიტიკურ კომპანია Chainalysis-თან ერთად ინტერნეტსამეკობრეო პროგრამების მთავარ წამქზებელს NetWalker-ს ნახევარი მილიონი დოლარი ჩამოართვა.
NetWalker-ს აღნიშნული თანხა კრიპტო ოპერაციებით ჰქონდა მიღებული.
უფრო კონკრეტულად კი, იუსტიციის დეპარტამენტმა კომპანიას 454,530,19 აშშ დოლარის ღირებულების ციფრული ვალუტა ჩამოართვა.
ფედერალური ბიუროს განცხადებით, კომპანიის პროგრამები მიზნად ისახავდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კლინიკებთან ურთიერთობის დამყარებას და COVID-19-ის ვაქცინის ბიტკოინში გაყიდვას.
ამერიკელმა სამართალდამცავებმა კანადელი მოქალაქე დააკავა. დაკავებულის თქმით, თავისი პროგრამის წყალობით NetWalker ქსელის შვილობილი კომპანიისგან მან 27,6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
ამერიკულ მხარეს სისხლის სამართლის აღძვრის შესახებ დეტალები ჯერ არ გამოუქვეყნებია. სავარაუდოდ იმიტომ, რომ თუ სამართალდამცავი ორგანოების ხელთარსებული ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება ე.ი. ათეულობით მილიონი დოლარი არსებობს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გამომჟღავნებული.
FBI–მ NetWalker-ი ჯერ კიდევ 2020 წლის ივნისში მიიჩნია კლინიკებისთვის პოტენციურ საფრთხედ, რადგან NetWalker-ი იმ პროგრამების დაზიანებით არის ცნობილი, რასაც კლინიკები იყენებენ.