პოლონურმა კრიპტობირჟამ Coinroom-მა მუშაობა მოულოდნელად შეაჩერა

0
1706

პოლონურმა კრიპტოვალუტის ბირჟამ Coinroom-მა განაცხადა, რომ კრიპტო სავაჭრო ოპერაციები შეაჩერა. ამასთანავე, როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, მომხმარებლებმა დაკარგეს ფინანსური სახსრები.

ინტერნეტ მედია საშუალებამ, Money.pl-მა წერილი მიიღო ერთ-ერთმა მომხმარებლისგან, რომელიც აცხადებდა, რომ Coinroom-ზე რეგისტრირებული იყო 2016 წლიდან. აპრილში კი ბირჟამ მუშაობა შეწყვიტა და ანგარიშებიდან ფული გაქრა. ზოგიერთი მომხმარებელი იმასაც აცხადებს, რომ ანგარიშზე 60.000 ზლოტი ჰქონდა, რაც დაახლოებით 15,790 დოლარის ექვივალენტია.

უნდა აღინიშნოს, რომ სანამ Coinroom-ი მუშაობას შეწყვეტდა, წინა დღეს მომხმარებლებს გაუგზავნა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, კლიენტებს დაახლოებით ერთი დღის ვადა ჰქონდათ, რომ ანგარიშებიდან ფული გაეტანათ.

თუმცა მომხმარებელთა უმეტესობამ აღნიშნა, რომ ფულის ანგარიშებიდან გამოტანა ვერ მოახერხა. money.pl-ს ერთ-ერთმა კლიენტმა განუცხადა, რომ მან 2.005 ბიტკოინი დაკარგა.

სხვა მომხმარებელი კი ამობდა, რომ შეტყობინების მიღებიდან მეორე დღესვე Coinroom-ის ოფისში მივიდა, თუმცა ადგილზე არავინ არ დახვდა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ივლისში ქვეყნის მარეგულირებელმა განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ ქვეყანაში კრიპტოვაჭრობა სრულიად ლეგალური საქმიანობა იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი