სენატორები ვალუტის კონტროლის ოფისის თავმჯდომარის კანდიდატურის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი

0
960

გავრცელებული ინფორმაციით, ხუთი დემოკრატი სენატორისგან შემდგარმა ჯგუფმა უარყო შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დასახელებული კანდიდატურა, საულ ომაროვა. ის ვალუტის კონტროლის ოფისის (OCC) ხელმძღვანელის პოზიციაზეა წარდგენილი.

ომაროვას დანიშვნას ბანკის მარეგულირებლად თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა სენატის საბანკო კომიტეტის სამი წევრი: სენატორები ჯონ ტესტერი, მარკ უორნერი და კირსტენ სინემა. მათ მხარი დაუჭირეს სენატორებმა ჯონ ჰიკენლუპერმა და მარკ კელიმ.

ომაროვა ცნობილია კრიპტოვალუტისადმი ნეგატიური დამოკიდებულებით. ის მანამდე მუშაობდა მარეგულირებელი პოლიტიკის სპეციალურ მრჩევლად. ხუთი დემოკრატის და ყველა რესპუბლიკელის წინააღმდეგობის შედეგად, თეთრი სახლის კანდიდატს სჭირდება ყველა სხვა დემოკრატის მხარდაჭერა, რათა თანამდებობაზე დაინიშნოს.

სენატორებმა ომაროვას რამდენიმე კვირის წინ კითხვები დაუსვეს.

საულ ომაროვას პასუხებმა ნათლად წარმოაჩინა კრიპტოვალუტის სარგებლიანობის საკითხი. თუმცა მიუხედავად ამისა, მან ხაზი გაუსვა კრიპტოვალუტის ისეთ ასპექტებს, რომლებიც საბოლოო ჯამში ძირს უთხრის აშშ დოლარს და მომავალ ფინანსურ მარეგულირებელს.

საულ ომაროვამ განაცხადა, რომ კონტროლი მისი ვალდებულებაა და მეტი ყურადღებით მოეკიდება საკითხს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი