აშშ-ს კიდევ ერთი ქალაქი ცდილობს ციფრული ვალუტით გადახდის შემოღებას

0
1232

აშშ-ს კიდევ ერთი ქალაქი ცდილობს ბიტკოინის საშუალებით გადასახადების გადახდის შემოღებას.

ჯექსონვილის მერმა, სკოტ კონგერმა განაცხადა, რომ ქალაქი აქტიურად იკვლევს ბიტკოინის მოპოვების გზებს. ასევე მერი კრიპტოვალუტით გადასახადების გადახდას მხარს უჭერს. მან ასევე აღნიშნა, რომ ქალაქი ხელფასების გაცემას რამდენიმე ციფრულ ვალუტაში გეგმავს. ეს ვალუტებია: ბიტკოინი, ეთერიუმი და ლაიტკოინი.

”ადგილობრივი მთავრობა ხელს შეუწყობს ბიტკოინის მიღებას და მასთან ერთად, ახალი ინდუსტრიული რევოლუციის განვითარებას მდგრადი ეკონომიკის პირობებში”,- განაცხადა ჯექსონვილის მერმა, სკოტ კონგერმა.

მერის ნაბიჯი მიჰყვება მაიამის მერის, ფრენსის სუარესის ნაბიჯებს, რომელიც მხარს უჭერს ინიციატივას, რომ მაიამის მაცხოვრებლებმა გადაიხადონ გადასახადები და მიიღონ ხელფასები ბიტკოინით.

საქალაქო კომისიამ უკვე მხარი დაუჭირა დადგენილებას, რომ ბიტკოინი შეისწავლოს, როგორც მუნიციპალური სახსრების მისაღები ინვესტიცია.

Miami-Dade County-ის კომისარმა აპრილში მხარი დაუჭირა ანალოგიურ გადასახადს.

“მე უბრალოდ მივყვები თქვენს ნაბიჯებს”, – აღნიშნა ჯექსონვილის მერმა ფრენსის სუარესის მხარდასაჭერად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი