ჰესტერ პირსი: NFT-ი შესაძლოა, საინვესტიციო პროდუქტი გახდეს

0
1263

Draper Goren Holm-ის ციფრული ვალუტების უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისარმა, ჰესტერ პირსმა, ასევე ცნობილმა როგორც “Crypto Mom”, გააფრთხილა NFT ინდექსის გამცემები, რომ ისინი უნებლიეთ ავრცელებენ საინვესტიციო პროდუქტს.

როგორც ცნობილია, NFT ნიშანი ჯერჯერობით არ ითვლება საინვესტიო ღირებულებად. თუმცა ამერიკის მარეგულირებელ საბჭოში მას უკვე განიხილვაენ, როგორც აღნიშნული სტატუსის შესაძლო პრეტენდენტად. პირსმა NFT–ის ემიტენტებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

განცხადებაში ჰესტერ პირსი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ თუ NFT ნიშნის აქტიურ ვაჭრობას გააჩაღებენ მომხმარებლები ის ჩაითვლება პოტენციურ საინვესტიციო პროდუქტად, რომელსაც მომავალში შეეხება მარეგულირებელი კანონები. კომისარმა ისიც აღნიშნა, რომ მარეგულირებელი ორგანოსთვის მთავარია უსაფრთხოების საკითხი.

აღსანიშნავია, რომ ჰესტერ პირსი ყოველთვის ემხრობოდა მკაფიო კრიპტო მარეგულირებელი სისტემის არსებობას. ის ხშირად აკეთებდა განცხადებებს, რომ კრიპტო ინდუსტრია კანონის დარღვევის შიშის გარეშე უნდა განვითარებულიყო.

დაახლოებით ერთი თვის წინ, მედიასთან საუბრის დროს, კომისარმა აღნიშნა, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია კრიპტოვალუტის რეგულირების ახალ პერსპექტივისკენ გზას გახსნიდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი