კონგრესი კრიპტოვალუტის გამოყენებით ონლაინ დანაშაულის საკითხზე მსჯელობს

0
1160

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ბოლო დროს გამართულმა მოსმენებმა აჩვენა, რომ COVID-19-ის პანდემიის დროს ქვეყანაში ონლაინ დანაშაულის სტატისტიკა გაიზარდა.

წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, ემანუელ ქლევერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 2020 წელს დანაშაულთა რაოდენობა “დიდი ნახტომით” არის გაზრდილი.

”ჩვენ, ყოველდღიურ კიბერდანაშაულში 75%-იან დარტყმას ვხედავთ. ეს განცხადება გააკეთა FBI-მ პანდემიის დაწყების დღიდან”, – განაცხადა ემანუელ ქლევერმა ეროვნული უსაფრთხოების, საერთაშორისო განვითარებისა და მონეტარული პოლიტიკის ქვეკომიტეტის სხდომაზე.

აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ კიბერდანაშაულის შესახებ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული დანაშაული აშშ-ში სამჯერ გაიზარდა. ეს ყველაფერი კი COVID-19–ის პანდემიის ფონზე მოხდა.

”ჩვენ ჩვეულებრივ, დღეში 1000 საჩივარს ვიღებთ. ახლა კი ეს რიცხი 3000-დან 4000-მდე არის გაზრდილი. უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის დროს კრიპტოვალუტების სხვადასხვა სახით გამოყენება გახშირდა. თუმცა, სამწუხაროდ, მოიმატა კრიპტო დანაშაულის ფაქტებმაც”,-განაცხადა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილემ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი