G20: stablecoin-ი მარეგულირებელ სისტემას საფრთხეს უქმნის

0
1512

G20-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ნებისმიარი სახის stablecoin-ი პოლიტიკასა და რეგულაციის სისტემას საფრთხეს უქმნის.

როგორც წესი, G20-ის საერთაშორისო ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის ფინანსური ორგანოს წარმომადგენლები და ცენტრალური ბანკების მმართველები ესწრებიან. ფორუმში მონაწილეობს 19 ქვეყანა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები.

მოხსენების თანახმად, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ stablecoin-ის გლობალური მიღება სერიოზულ საფრთხეს ქმნის.

”არსებობს შემდეგი სახის რისკები: ფულის გათეთრება, უკანონო დაფინანსება, მომხმარებლების და ინვესტორების დაუცველობა. აქედან გამომდინარე, საჭიროა აღნიშნული რისკების შეფასება და პრობლემის გადასაჭრელად სათანადო გზების მოძებნა”,- აღნიშნულია G20-ის ფორუმში მონაწილე ფინანსთა მინისტრების განცხადებაში.

მაგალითად, იაპონიის ბანკის ხელმძღვანელმა, ჰარუიკო კაროდამ განაცხადა, რომ G20 ფორუმზე stablecoin-ის განხილვა მარეგულირებელ სისტემებთან დაკავშირებული პრობლემებიდან უნდა დაიწყოს.

“ზოგიერთი განვითარებადი ქვეყანა შეშფოთებას გამოხატავს იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ stablecoin-ი გახდება გლობალურად გამოყენებული. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ განვითარებადი ეკონომიკის პრობლემა. ამან შეიძლება უფრო ფართო გავლენა მოახდინოს მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სისტემის სტაბილურობაზე”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი