სენატორი უორენი სანქციებთან დაკავშირებით კრიპტო კანონპროექტს ამზადებს

0
879

სენატორი ელიზაბეტ უორენი რუსეთის მხრიდან ეკონომიკური სანქციების თავიდან აცილების დაზღვევის მიზნით კანონპროექტს ამზადებს.

ეს პროექტი დაკავშირებულია აშშ-ს მთავრობის სურვილთან, რომ რუსეთისათვის დაწესებული სანქციებიდან გამოსავალი მაქსიმალურად შეზღუდონ.

NBC News-ის მოხსენების თანახმად, უორენის ახალი კრიპტო კანონპროექტის ერთ-ერთი დებულება ავალდებულებს ადგილობრივ კრიპტო ბირჟებს, რომ დეტალური ჩანაწერები წარუდგინონ ხაზინის დეპარტამენტს. ჩანაწერები კლიენტების ვინაობასა და გადარიცხვებს შეეხება.

სენატორი ასევე მიზნად ისახავს დააინტერესოს კომპანიები, რათა ბიზნესის საკეთებლად აშშ აირჩიონ. თუმცა იმ შემთხვევაში თუ კრიპტო კომპანია სანქცირებულ ადამიანთან ან კომპანიასთან ითანამშრომლებს, მაშინ ამ ტიპის კრიპტო ბიზნესთან დაკავშირებით მეორადი სანქციების ტალღა ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ ისეთი კრიპტოვალუტის ბირჟების აღმასრულებელმა დირექტორებმა, როგორებიცაა Binance-ი, Coinbase-ი და Kraken-ი, განაცხადეს, რომ ისინი მხოლოდ იმ რუსი კლიენტების აქტივებს გაყინავდნენ, რომლებიც დასავლეთის სანქციების სიაში არიან.

რამდენიმე დღით ადრე კი, უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფეოდოროვმა ყველა მსხვილ კრიპტო ბირჟას მოუწოდა, რომ რუსების კრიპტო საფულეების მისამართები დაებლოკათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი