არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ენდრიუ იანგი კრიპტოვალუტას რეგულაციას დაუწესებს

0
1350

დემოკრატების წარმომადგენელი, ენდრიუ ინგი, რომელიც 2020-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭის ყრას აპირებს აცხადებს, რომ ციფრული ვალუტის ინდუსტრია უნდა დარეგულირდეს.

მისი ერთ-ერთი დაპირებაა, რომ იგი ხელს შეუწყობს კრიპტოვალუტის შესახებ კანონმდებლობის შემუშავებას.

რამდენიმე დღის წინ ენდრიუ იანგმა საკუთარ ბლოგზე გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ციფრულ ინდუსტრიას ეძღვნებოდა. მან სტატიაში აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტა ხშირად არის თაღლითების მიერ მათვე სასარგებლოდ გამოყენებული. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ არ არსებობს სათანადო მარეგულირებელი სისტემა.

”სხვა ქვეყნები, რომლებიც რეგულაციის სისტემის არსებობის გამო ჩვენზე წინ არიან ინდუსტრიაში ლიდერის პოზიცია აქვთ და ისინი გვკარნახობენ იმ წესებს, რომლის დაცვაც უკვე ჩვენ გვევალება”,- განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ენდრიუ იანგი არის ბიზნესმენი, იურისტი, ქველმოქმედი და პოლიტიკოსი. მან სამართალმცოდნის დოქტორის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტში მოიპოვა. ის 2020 წლის არჩევნებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი