ტომ ლი: ზაფხულში ბიტკოინის კურსი გაიზრდება

0
1611

Fundstrat Global Advisors-ის თანადამფუძნებელმა ტომ ლიმ ბიტკოინის ფასთან დაკავშირებით ახალი პროგნოზის შესახებ CNBC-თან ისაუბრა. მისი ვარაუდით ბიტკოინის ფასი ზაფხულში შეიცვლება.

CNBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტომ ლი აღნიშნავს, რომ ციფრული ვალუტის ბაზარი ზრდას აგვისტოს თვეში დაიწყებს. მისი განცხადებით სწორედ ამ დროს ბიტკოინის ფასი მკვეთრად შეიცვლება.

“თუკი ბიტკოინის კურსი 4.000 დოლარზე მაღლა აღმოჩნდება ეს აუცილებლად ზაფხულის ბოლოს, აგვისტოში მოხდება. ბიტკოინის ფასი აუცილებლად გაიზრდება, თუმცა მას ამისთვის 4-5 თვე სჭირდება”, -განაცხადა Fundstrat Global Advisors-ის თანადამფუძნებელმა.

ცოტა ხნის წინ კრიპტოვალუტების ფასებთან დაკავშირებით მან განაცხადა: “ჩვენ გვაქვს კორექტირებული, შემცირებული ფასები, მაგრამ თუ დროს მისცემთ ფასები ისევ მოიმატებს”.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დეკემბერში ტომ ლიმ განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასს აქვს 150.000 დოლარამდე გაზრდის პოტენციალი.

Bloomberg-თან ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა, რომ წამყვანი კრიპტოვალუტის რეალური ღირებულება დაახლოებით 150.000 აშშ დოლარს მიაღწევს, მაშინ, როდესაც ბიტკოინის საფულის გამოყენებას Visa-ს მომხმარებლების 7% დაიწყებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი