აღმოსავლეთ აფრიკის ერთ-ერთი ქვეყანა მაინინგს აქტიურად იყენებს

0
918

ბიტკოინის ახალი მაინინგ პროექტი მალავიში სუფთა, მორჩენილ და ზედმეტ ჰიდროენერგიას იყენებს.

პროექტის მხარდამჭერმა კომპანიამ, Gridless-მა განაცხადა, რომ სამხრეთ მალავის მთებში ახლა 1600 ოჯახია დაკავშირებული ამ დისტანციურ ჰიდრო მინიქსელთან.

პროექტი იყენებს 50 კილოვატ (კვტ) მორჩენილ ენერგიას, რათა ბიტკოინ მაინინგის ახალი ვეგვერდი გამოსცადოს. ერიკ ჰერსმანმა, Gridless-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა მედიას განუცხადა, რომ ეს სრულიად ახალი მაინინგ პროექტია.

„ელექტროენერგიის დეველოპერმა ააშენა ეს ელექტროსადგურები რამდენიმე წლის წინ, მაგრამ მათ ვერ შეძლეს გაფართოებულიყვნენ, რადგან ისინი ნაკლებად მომგებიანი იყო და არ შეეძლოთ მეტი მრიცხველის ყიდვა ოჯახებისთვის.

ასე რომ, ჩვენმა გარიგებამ მათ საშუალება მისცა დაუყოვნებლივ ეყიდათ დამატებით 200 მრიცხველი, რამაც ოჯახების დაკავშირება შეძლო ქსელთან”,- აღნიშნა ერიკ ჰერსმანმა.

როგორც Gridless-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა აღნიშნა ბიტკოინის მაინერები მოქნილი, მაგრამ ჭარბ ელექტო ენერგიას მოწყურებული ხალხია. მალავიში კი მაინერები ეკოლოგიურად სუფთა ჰიდროენერგიას იყენებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი