არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა დაამტკიცეს გეგმა, რომლის მიხედვითაც გადაწყდა, რომ სახელმწიფო ICO-ს შესახებ რეგულაციებს მიიღებს და ტოკენის განხილვა მოხდება, როგორც ფასიანი ქაღალდის.
გაერთიანებულმა საამიროების მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ამ კვირის ბოლოს რეგულაციის სისტემის შესახებ ინფორმაცია საზგადოებისთვის უკვე ცნობილი იქნება.
როგორც ცნობილი გახდა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა და გამოცდილება განიხილეს. ეს კი ნიშნავს, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეცვლეს დამოკიდებულება ზოგადად, კრიპტოსფეროს მიმართ.
უნდა აღინიშნოს, რომ მარეგულირებლის მიერ ჩატარებული კვლევა მსოფლიოს მასშტაბით არსებულ საუკეთესო პრაქტიკას ეყრდნობა. კვლევის შედეგად, მიღებული გეგმა მარეგულირებელი მექანიზმების მთელ კომპლექსს მოიცავს და წარმოადგენს ინტეგრირებულ პროექტს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს არაბეთის გაერთიანებული საამიროები კრიპტოვალუტებისა და Blockchain ტექნოლოგიის განვითარების კუთხით გააქტიურდა. რამდენიმე თვის წინ, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრმა და დუბაის საამიროს მმართველმა ერთობლივად დაიწყეს პროექტი “UAE Blockchain Strategy 2021”, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო ტექნოლოგიების სფეროში ქვეყნის ლიდერობას.