საავტომობილო ბრენდების ბიტკოინით შეძენა BitPay-ის მეშვეობით უკვე შესაძლებელია

0
2132

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საავტომობილო საცალო ვაჭრობის კომპანია Post Oak Motor Cars-ი საავტომობილო ბრენდებზე: “როლს-როისი”, “ბენტლი” და “ბუგატი” მზად არის ავტომობილის შესაძენი თანხა დოლარის მაგივრად ციფრულ ვალუტაში მიიღოს. საუბარია ორ კრიპტოვალუტაზე: ბიტკოინსა და ბიტკოინ Cash-ზე.

ამერიკელი ბიზნესმენის თაილმენ ფერიტას საკუთრებაში მყოფი საავტომობილო საცალო ვაჭრობის კომპანიას BitPay-სთან ხელშეკრულება აქვს დადებული, რომლის თანახმად, კრიპტოვალუტით ავტომობილების შეძენა შესაძლებელია. პრეს-რელიზში აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, ტექსასში დაფუძნებული ფირმა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, ნებისმიერ მომხმარებლთან ციფრული ვალუტით განახორციელებს ვაჭრობას.

ფერიტამ განაცხადა, რომ კომპანიამ გადაწყვიტა ახალი გადახდის სისტემის შემოღება, რათა მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ხარისხის, ყველასთვის მოსახერხებელი ვაჭრობა.

შეგახსენებთ, რომ ამ წლის დასაწყისში, იაპონიის საავტომობილო სავაჭრო კომპანიამ Loperaio Setagaya-მ ბიტკოინით გადახდის სისტემის შემოიღო.

2018 წლის მარტის დასაწყისში გერმანულმა კომპანიამ Daimler AG-მა, რომელიც ცნობილია მერსედეს-ბენცის ავტომობილის წარმოებით, საკუთარი კრიპტოვალუტა MobiCoin-ი შექმნა. კომპანია MobiCoin-ით იმ მძღოლებს დააჯილოვებს, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა ავტომანქანის მართვის პრაქტიკას დაიცავენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი