აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კრიპტოვალუტიდან სახელმწიფო ვალუტაში ტრანზაქციები დაბეგვრას ექვემდებარება.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია საშუალება Trend-ი იტყობინება.
ნიჯატ იმანოვმა, ქვეყნის საგადასახადო სამინისტროს მმართველმა ფინანსურ და საინვესტიცო ფორუმზე განაცხადა:
“თუ ვინმემ შეიძინა კრიპტოვალუტა და კრიპტოვალუტის ფასის მომატების შემდეგ გაყიდა, როგორც შემოსავალი უნდა დაიბეგროს”.
Trend-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის კრიპტოვალუტის ბაზარი მნიშვნელოვნად 2017 წლის მაისსა და დეკემბერს შორის გაიზარდა, როდესაც კრიპტოსავაჭრო საქმიანობა აქტიურად მიმდინარეობდა.
კრიპტოვალუტიდან კრიპტოვალუტაზე და კრიპტოვალუტიდან სახელმწიფო ვალუტაზე ვაჭრობა ისევე, როგორც მაინინგი, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაბეგვრას ექვემდებარება.
მაგალითად, საფრანგეთმა ცოტა ხნის წინ კრიპტოვალუტის მოგების დაბეგვრა 45%-დან 19%-ზე შეამცირა. თუმცა, ბოლო ოთხი წლის მანძილზე, საფრანგეთის რესპუბლიკამ ბიტკოინსა და კრიპტოვალუტის შემოსავლების, თითქმის ნახევარს ბეგრავდა.
შეგახსენებთ, რომ მიუხედავად აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის პოზიციისა, რომელიც კრიპტოვალუტებს ლეგალურ გადახდის საშუალებად არ განიხილავს აღსანიშნავია, რომ საზოგადოების ნაწილი კრიპტოვალუტის მიმართ კეთილგანწყობით გამოირჩევა.
ამის დასტურია აზერბაიჯანში “კრიპტოვალუტის ბაზარისა და Blockchain ტექნოლოგიის კვლევისა და განვითარების ცენტრის” დაფუძნება.