ავსტრალიის მოქალაქეები საშობაო საჩუქრად კრიპტოვალუტას განიხილავენ

0
1026

ავსტრალიელი კრიპტო მომხმარებელთა მეოთხედი კრიპტო საშობაო საჩუქრების შეძენას გეგმავს.

ოქტომბერში გამოკითხული ავსტრალიელი კრიპტო მომხმარებლების მეოთხედზე მეტმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტების გამოყენებას საშობაო საჩუქრების გასაკეთებლად გეგმავს. კრიპტო საფულისა და სერვისების პროვაიდერის Crypto.com-ის გამოკითხვამ 18-დან 59 წლამდე ასაკის 2020 ავსტრალიელის აზრი მოისმინა.

მათგან, ვინც კრიპტოვალუტა ბოლო 12 თვის განმავლობაში გამოიყენა, 26%-მა უპასუხა, რომ ისინი განიხილავდნენ საშობაოდ გარკვეული ნაწილის გაცემას, გადაცვლას ან შეძენას.

ნახევარზე მეტმა, ანუ 53%-მა, ვინც კრიპტო საჩუქრების ყიდვას გეგმავს, აღნიშნა, რომ ისეთი კრიპტოვალუტების შეძენას განიხილავს, როგორიცაა ბიტკოინი და ეთერიუმი.

დაახლოებით 35% განაცხადა, რომ კრიპტოვალუტით წიგნების შეძენა სურს. გამოკითხულთა დაახლოებით მესამედმა აღნიშნა, რომ ისინი ფიქრობენ NFT-ის ჩუქებაზე.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის კრიპტო კანონმდებლობა 2022 წელს ამოქმედდება.

სენატორმა ენდრიუ ბრაგმა ადგილობრივ ინდუსტრიულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებული გეგმის ამოქმედება მომავალ წელს დაიწყება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი