ავსტრალიური ბანკები ანტიკონკურენტულ კამპანას ატარებენ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ფინანსურმა ინსტიტუტმა შესაძლოა, საბანკო მომსახურეობა იმ ადამიანებს არ შესთავაზონ, რომლებიც, ამავე დროს, ციფრული ვალუტის აქტიური მომხმარებლები არიან.
”მე მჯერა, რომ ბევრი ბანკი “დებანკირებას” ახორციელებს, როგორც მარეგულირებელ აუცილებლობას. თუმცა სინამდვილეში, ეს ხშირად ანტიკონკურენტული ქცევაა”, – აღნიშნა ახალი სამხრეთ უელსის ლიბერალმა სენატორმა, ენდრიუ ბრეგმა.
ავსტრალიის ტექნიკური საბჭოსადმი მომზადებულ მიმართვაში სენატრომა ასევე დაწერა, რომ ეს არის ბაზრის პოზიციების ერთგვარი დაცვაც.
მიზეზის დასახელება რთული არ არის, რადგან ციფრული ვალუტის ტრანზაქციები გარკვეულწილად შეიცავს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკებს.
ასეთი ეჭვის გაჩენის დროს ბანკებს აქვთ უფლება ანგარიში დაუყოვნებლივ გაყინონ ან დახურონ.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ მედიით სენატორ, ენდრიუ ბრეგის ინტერვიუ გავრცელდა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სანდოობასა და ვალიდობას ქვეყნის განვითარებადი ციფრული ვალუტის სექტორში მკაცრი რეგულაციები მოიტანდა.