რიპლის, ლაიტკოინისა და ბიტკოინ Cash-ის ფასების მცირე მიმოხილვა

0
2530

კრიპტოვალუტის ბაზარი გუშინ მცირედიდ გაიზარდა.

4 ივლისის მონაცემებით, რიპლის კურსი 0.49 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ანალიტიკოსები რიპლისგან მოელიან, რომ ფასი 0.56 დოლარზე აიწევს.

რიპლისთვის კლების ტენდენციის ჩვენება 0.42-სა და 0.45 დოლარს შორის არის ასევე მოსალოდნელი.

რაც შეეხება ბიტკოინ Cash- ს, მისი მოსალოდნელი კურსის ზრდა 838 დოლარიდან იწყება და 1.200-ზე მთავრდება.

აქედან გამომდინარე, ექსპერტები ბიტკოინ Cash-ისთვის გრძელვადიან პოზიციას პროგნოზირებენ. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ციფრული ვალუტა ვერ მოახერხებს ფასის ზრდას მაშინ შესაძლოა, რომ კრიპტოვალუტის კურსმა 736-დან 307 დოლარს შორის იმერყეოს.

ფასის მცირედი ცვლილების მიუხედავად, ლაიტკოინი კვლავაც კურსის კლების ტენდენციას აჩვენებს. იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა კურსის გაზრდას შეძლებს პირველი წინაღობა 102 დოლარზე შეხვდება.

ექსპერტები ლაიტკოინის ფასის მატებას ელოდებიან. თუმცაღა, ვაჭრობის რეკომენდაციას დიდად არ იძლევიან, რადგან ფასების დასტაბილურებას ელოდებიან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი