დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციის თვალყურის დევნება, დეცენტრალიზებული ფინანსური ტრანზაქციები ან მონაცემთა დარღვევა მრავალ არხსა და პლატფორმაზე უკვე შესაძლებელია.
Web3 საფოსტო ყუთი გაუმკლავდება მომხმარებლის ტელეფონის ნომრის ან ძველი ელფოსტის მისამართის მოთხოვნის გარეშე. ამის ნაცვლად, კლიენტის საფულის მისამართი მიიღებს და მოაწესრიგებს მთელ ამ ინფორმაციას.
რამდენად შეესაბამება ზემოაღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს ჯერ გამოსარკვევია. თუმცა ყოველ შემთხვევაში, ეს არის რამდენიმე დაპირება Web3 საკომუნიკაციო კომპანიების მიერ, რომლებიც ცდილობენ შექმნან Blockchain-ზე დაფუძნებული მესიჯების პლატფორმების პირველი თაობა: Web2 გამოცდილება Web3 კონფიდენციალურობითა და უსაფრთხოებით, რომელიც რაც მთავარია, ფოკუსირება Web3 პრობლემებზე.
მსგავსი განახლების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ისეთი ინფორმაციის შეტყობინებების სახით მიღება როგორიცაა: საფულის ყოველთვიური განცხადებები, ტრანზაქციის შეტყობინებები და ინფორმაცია ჰაკერული თავდასხმის შესახებ.
ამის შესახებ ინდოეთში მომუშავე სტარტაპის Hashmail-ის დამფუძნებელმა სპავნიკა ნაგმა ისაუბრა. პროექტი პირველ ოქტომბერს ჩაეშვა საცდელ ბეტა ქსელში.