Visa Blockchain ტექნოლოგიას აქტიურად ნერგავს

0
2234

Visa ემზადება, რათა Blockchain-ზე დაფუძნებული ციფრული საიდენთიფიკაციო სისტემა 2019 წლის პირველ კვარტალში მიმოქცევაში გაუშვას.

სისტემა, რომელსაც აქვს Visa B2B Connect-ი, უზრუნველყოფილია Blockchain-ზე დაფუძნებული ციფრული იდენტურობით. პრეს-რელიზის თანახმად, მსგავსი სისტემა ფინანსური ინსტიტუტებისთვის არის გათვლილი, რათა მსხვილი ტრანზაქციები უსაფრთხოდ განხორციელდეს.

Visa-ს ბიზნეს გადაწყვეტილებები საერთაშორისო ხელმძღვანელი კევინ ფალენი ვარაუდობს, რომ სისტემა თაღლითობის შემთხვევებს შეამცირებს.

“B2B Connect-ის ციფრული იდენტურობა მნიშვნელოვნად ამცირებს თაღლითობის შესაძლებლობას, რომელიც სხვაგვარად შეიძლება არსებობდეს, მაგალითად, საბანკო გადარიცხვებით”,- განაცხადა კევინ ფალენმა.

ტექნიკური თვალსაზრისით, სისტემა Hyperledger Fabric-ის სტრუქტურაში Visa-ს ძირითადი აქტივების გამოყენებით ერთიანდება. ამასთან დაკავშირებით, იბსონ კელი, IBM Blockchain Services-ის გენერალური მენეჯერი აცხადებს, რომ სისტემა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მძლავრი მაგალითს, თუ როგორ გარდაისახება Blockchain-ი გადახდის სისტემაში.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ თებერვალში ფილიპინების ხუთმა ბანკმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბანკები Visa-ს Blockchain-ზე დაფუძნებული გადახდის პლატფორმას გამოიყენებდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი