Terra მომხმარებელს ახალ წინადადებას სთავაზობს

0
964

Terra ეკოსისტემის დეველოპერებმა საზოგადოებას განახლებული გაფართოვების პროგრამა შესთავაზეს, რომელიც 95 მილიონი LUNA-ს (248 მილიონი დოლარი) გამოყოფას ითვალისწინებს.

როგორც Terra-მ განაცხადა, ახალი წინადადება ეკოსისტემის განვითარების სტიმულირებისთვის და თავდაპირველ წინადადებაში არსებული პრობლემების გადასაჭრელადაა შექმნილი.

თავდაპირველ გეგმაში, LUNA-ს მთლიანი მიწოდების დაახლოებით 10%, ანუ 100 მილიონი LUNA, მისი ეკოსისტემის განვითარებისათვსის გამოიყოფა.

ამ თანხის 80% გადადის დეველოპერის მაინინგის ჯილდოებზე. თუმცა, Terra-ს თანამშრომლები განმარტავენ, რომ პროტოკოლზე ჩაკეტილი მხოლოდ რამდენიმე პროექტია მთლიანი ღირებულებით და ასეთი კონკურენციის ნაკლებობა არ გამოიწვევს მაინინგის შემოსავლების სწორად განაწილებას.

ახალი წინადადების თანახმად, დეველოპერის მაინინგის ჯილდოები შემცირდება დაახლოებით 80 მილიონი LUNA-დან 20 მილიონ LUNA-მდე.

მეორე მხრივ, 50 მილიონი LUNA გადანაწილდება, როგორც ლიკვიდობის მოპოვების ჯილდო, რათა ტერას ეკოსისტემაზე დაფუძნებული ეკოსისტემები წაახალისოს. კიდევ 20 მილიონი LUNA დეველოპერული გრანტების სახით გაიცემა, რომელთაგან თითოეული პროექტი მაქსიმუმ 125,000 LUNA-ს მიიღებს.

საბოლოოდ კი 5 მილიონი LUNA გადაეცემა მომხმარებლებს წევრობის, ჩართულობის და აქტივობის სტიმულირებისათვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი