ამერიკაში დაფუძნებულმა კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმამ, Robinhood-მა ნიუ-იორკში ოფიციალურად გამოაცხადა კრიპტოვალუტით ვაჭრობის ნულოვანი საფასური.
ეს იმას ნიშნავს, რომ Robinhood-ი ნიუ-იორკის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ივაჭრონ შვიდი მსხვილი კრიპტოვალუტით და არ გადაიხადონ არანაირი საკომისიო გადასახადი.
უნდა აღინიშნოს, რომ Robinhood კრიპტო სერვისი ხელმისაწვდომია ამერიკის 39 შტატში, მათ შორის კალიფორნიაში, ვაშინგტონსა და ფლორიდაში.
ამ ეტაპზე Robinhood-ის სავაჭრო აპლიკაცია საშუალებას იძლევა ბიტკოინით, ეთერიუმით, ბიტკოინ cash-ით, ლაიტკოინით, ეთერიუმ classic-ით, ბიტკოინ SV-ით და Dogecoin-ით ვაჭრობის.
უნდა აღინიშნოს, რომ Robinhood-ი თავდაპირველად აპირებდა, რომ ნულოვანი საფასური ყოფილიყო დაწესებული ვაჭრობაზე და მაქსიმალურად ორიენტირებული ყოფილიყო მომხმარებლის მოგებაზე, რაც შემდგომ უკვე ბიზნესის უფრო მეტად გაფართოების საშუალებას მისცემდა.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია Robinhood-ის თანადამფუძნებლის ბაიჯუ ბატმას განცხადება, რომ ნელ-ნელა ქვეყნები მივლენ იმ გადაწყვტილებამდე, რომ კრიპტოვალუტის გლობალურ შესაძლებლობებს აღიარებენ.
შეგახსენებთ, რომ Robinhood-ის კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა 2018 თებერვალში შეიქმნა. პლატფორმაზე თავდაპირველად წარმოდგენილი იყო ორი ციფრული ვალუტა: ბიტკოინი და ეთერიუმი.