Nasdaq-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ საფონდო ბირჟა კრიპტოვალუტისთვის შეიძლება სავაჭრო პალტფორმა გახდეს, თუკი ბაზარი უფრო დარეგულირდება.
ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ის Squawk Box ავრცელებს.
Nasdaq-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ადენა ფრიდმენმა ინტერვიუში განაცხადა, რომ Nasdaq-ი, რა თქმა უნდა, განიხილავს კრიპტოვალუტის ბირჟის შექმნასაც. ფრიდმენი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტა მტკიცედ განაგრძობს არსებობას და ერთადერთი რამ რაც საჭიროა, არის ის რომ კრიპტოვალუტა უნდა გახდეს უფრო მდგრადი.
“დროა უკვე, ხალხი მზად არის უფრო რეგულირებადი ბაზრისთვის”, -აღნიშნა ფრიდმენმა.
შეგახენებთ, რომ Nasdaq-მა კრიპტოვალუტის სფეროში უკვე დაიწყო საქმიანობა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძმები უინკლევოსების ბირჟა “ტყუპები” Nasdaq-თან პარტნიორობს.
უინკლევოსების ბირჟა შეძლებს გამოიყენოს Nasdaq-ის მონიტორინგის ტექნოლოგია. ტექნოლოგიის საშულებით დროული შეტყობინება მოხდება საეჭვო სავაჭრო ქცევის მომხმარებელთან დაკავშირებით.
Nasdaq-ის აღმასრულებელმა დირექტორმა NBC-ის ასევე განუცხადა, რომ პირველადი მონეტარული შეთავაზებების (ICO) შესახებ მეტი დისკუსია არის საჭირო.
“ICO უნდა რეგულირდებოდეს და ის უნდა რეგულირდებოდეს ამერიკის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის მიერ შემოღებული რეგულაციებით”,- განაცხადა ადენა ფრიდმენმა.