Mining Capital Coin-ის აღმასრულებელი დირექტორი თაღლითობაშია ეჭვმიტანილი

0
921

კრიპტო მაინინგისა და საინვესტიციო პლატფორმა Mining Capital Coin-ის (MCC) აღმასრულებელ დირექტორსა და თანადამფუძნებელს ლუიზ კაპუჩის 62 მილიონი დოლარის გლობალური საინვესტიციო თაღლითობის სქემაში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენეს.

აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო კაპუჩის სატელეფონო თაღლითობის ჩადენაში, ფასიანი ქაღალდების თაღლითობის საკითხში და ფულის საერთაშორისო გათეთრების შეთქმულებაში ბრალს სდებს. აღნიშნული სავარაუდო დანაშაულები კი MCC-ის მეშვეობით ხორციელდებოდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ლუიზ კაპუჩის 45 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

იუსტიციის სამინისტროს თანახმად, კაპუჩის, ჯერჯერობით უცნობ თანამზახველებთან ერთად, ბრალად ინვესტორების შეცდომაში შეყვანა ედება, რაშიც MCC მაინინგ პაკეტების მოგების მომტანი პოტენციალის და Capital Coin-ის მონაცემების გაყალბება მოიაზრება.

ლუიზ კაპუჩი ინვესტორების თანხებს ახალი ოპერაციების წამოსაწყებად არ იყენებდა, რომელიც წესით ინვესტორებისთვის მომგებიანი უნდა ყოფილიყო.

ის მიღებულ თანხებს კრიპტო საფულეებში ანაწილებდა და ინვესტორებს ყალბ მოგების მონაცემებს აწვდიდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი