Binance-ი ლაიტკოინის ანონიმური ტრანზაქციების მხარდაჭერას წყვეტს

0
893

მსოფლიოში უდიდესმა კრიპტოვალუტის ბირჟამ განაცხადა, რომ წყვეტს Litecoin (LTC) ტრანზაქციების მხარდაჭერას, რომელიც გაგზავნილია უახლესი MimbleWimble (MWEB) განახლებით.

Binance-მა გააფრთხილა საზოგადოება, რომ MWEB ფუნქციით გაგზავნილი ნებისმიერი ტრანზაქცია დაიკარგება, რადგან კრიპტოვალუტის ბირჟა ვერ ამოწმებს გამგზავნის მისამართს. მოცემული მომენტისთვის Binance-ს მედიისათვის დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია, მაგრამ მოგვიანებით სხვა წყაროებიდან გახდა ცნობილი გარკვეული ინფორმაცია.

ანალოგიური პრობლემის წინაშე სამხრეთ კორეული კრიპტო ბირჟები იყვნენ, როდესაც მათ გააუქმეს LTC ბოლოდროინდელი განახლებების ხარვეზების გამო, რომელიც ტრნზაქციის ინფორმაციის კონფიდენციალურობას შეეხებოდა.

ეს გაუქმებები მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გახდა აქტუალური, რადგან სხვა ხუთმა კრიპტოვალუტის ბირჟამაც ანალოგიური გაფრთიხლებები გამოსცა და თავიანთი სიებიდან ლაიტკოინი ამოიღეს.

სამხრეთ კორეის მაგალითზე აღნიშნული გაუქმებები არც ყოფილა გასაკვირი, რადგან სამხრეთ კორეული კრიპტო ბაზარი გამოირჩევა ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე მკაცრი მოთხოვნებით.

მათთვის სრულიად აკრძალულია ანონიმური გადარიცხვები, ხოლო თუკი რამე ხარვეზი ფიქსირდება არსებული გადარიცხვების სისტემაშიც მაშინვე ხურავენ მას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი